აშშ-იდან სპეცრეისით ქართველი მოსწავლეები დაბრუნდნენ
აშშ-იდან სპეცრეისით ქართველი მოსწავლეები დაბრუნდნენ

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც აშშ-იდან ქართველი მოსწავლეები დაბრუნდნენ.

მოსწავლეები საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაბრუნდნენ სამშობლოში.

79 ქართველი მოსწავლე, რომლებიც აშშ-ში სწავლობდნენ, თავდაპირველად დოჰაში ჩაფრინდნენ, საიდანაც „ჯორჯიან ეარვეისის“ სპეცრეისით საქართველოში ჩამოვიდნენ. არსებული ინფორმაციით, ბორტზე 100 ადამიანი იმყოფებოდა.

ქართული მხარის დახმარებით, ქართველ მოსწავლეებთან ერთად, აშშ-იდან ამავე სპეცრეისით სომხეთში მცხოვრები ბავშვებიც დაბრუნდნენ, რომელთა სომხეთში ტრანსპორტირება უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოხდება.