აშშ იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო ლაინერიდან მყოფი საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს
აშშ იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო ლაინერიდან მყოფი საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

აშშ საკრუიზო ლაინერ „დაიმონდ პრინცესში“ მყოფი ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს.

ამერიკული მედიის ცნობით, იაპონიის სანაპიროსთან მდებარე ლაინერში მყოფი ამერიკელებისთვის სპეციალურ თვითმფრინავს გაგზავნის. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს კალიფორნიასა და ტეხასში, სამხედრო საჰაერო ძალების ბაზებზე გადაიყვანენ, სადაც ევაკუირებული პირები კიდევ ერთ 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

საკრუიზო ლაინერი „დაიმონდ პრინცესი“ იაპონიის სანაპიროსთან 3 თებერვლის შემდეგ იმყოფება. მასზე 3500 ადამიანი იმყოფება. ლაინერზე კარანტინი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ერთ-ერთ მგზავრს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. კარანტინის გამოცხადების შემდეგ ახალი კორონავირუსი 285 მგზავრს დაუდგინდა. ისინი იაპონიის სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს.