აშშ-ი უკრაინას კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით რვა მილიონ დოლარს გამოუყოფს
აშშ-ი უკრაინას კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით რვა მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ი უკრაინას კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად დამატებით რვა მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის კიბერდიალოგის მესამე რაუნდის შემდეგ გამოქვეყნდა.

კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღო უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯოზეფ პენინგტონმა, ასევე პენტაგონის სპეციალისტებმა, ფედერალური საგამოძიებო ბიუროსა და აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

„აშშ-მა დაანონსა დამატებით რვა მილიონი დოლარის გამოყოფა. ეს თანხა დაემატება 2017 წელს გამოყოფილ 10 მილიონ დოლარს. თანხის ნაწილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გაიცემა, რომელიც მომდევნო ოთხ წელიწადზეა გათვლილი და უკრაინის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებისთვის 38 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.