აშშ-ი საუდის არაბეთში დამატებით სამხედრო ძალებსა და შეიარაღებას გააგზავნის
აშშ-ი საუდის არაბეთში დამატებით სამხედრო ძალებსა და შეიარაღებას გააგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები საუდის არაბეთში დამატებით სამხედრო ძალებსა და შეიარაღებას გააგზავნის. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ თავდაცვით მიზანს ემსახურება.

როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა, მარკ ესპერმა განაცხადა, ამერიკელი სამხედროების დამატებითი კონტინგენტის დისლოცირება რეგიონში უახლოეს დღეებში დასრულდება.

მისივე თქმით, აღნიშნული ზომები პენტაგონმა საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების თხოვნის საპასუხოდ მიიღო

ამერიკელი სამხედროების უმთავრესი მიზანი საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის გაძლიერება იქნება. ესპერის განცხადებით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელსაც ვაშინგტონი მოკავშირეთა დასაცავად დგამს.

პენტაგონის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ აშშ-ი საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს. მისი თქმით, იარაღი, რომელიც იერიშის დროს გამოიყენეს, ირანში იყო წარმოებული.

დატოვე კომენტარი