აშშ-ი რუსეთს ჩილეში მიმდინარე არეულობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს
აშშ-ი რუსეთს ჩილეში მიმდინარე არეულობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ამტკიცებენ, რომ სოციალურ ქსელებში ე.წ. ტროლების მეშვეობით, მოსკოვი მასობრივ არეულობაზე გავლენის მოხდენას ცდილობდა.

აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, ზოგიერთმა ადამიანმა ჩილეში მიმდინარე არეულობით ისარგებლა და სოციალური ქსელების მეშვეობით ვითარება დაამახინჯა, ამ პროცესში კი რუსეთის აქტივობის ნიშნები გამოიკვეთა.

სახელწმიფო დეპატრამენტში ასევე აღნიშნეს, რომ ჩილეში ვითარების ესკალაციის ერთადერთი მიზეზი საგარეო ჩარევა არ იყო, მაგრამ რუსეთი განსხვავებების გამწვავებასა და კონფლიქტის გაღვივებას ცდილობდა.

ჩილეში მასობრივი გამოსვლები ექვს ოქტომბერს, მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდის შემდეგ დაიწყო.

რამდენიმე დღეში უკმაყოფილება მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.