აშშ-ი რუსეთს აფრთხილებს, ვენესუელას საქმეებში არ ჩაერიოს
აშშ-ი რუსეთს აფრთხილებს, ვენესუელას საქმეებში არ ჩაერიოს

აშშ-ი რუსეთს აფრთხილებს, ვენესუელას საქმეებში არ ჩაერიოს. განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მაიკ პომპეომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა.

პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი უკმაყოფილოა ვენესუელაში რუსეთის ქმედებებით. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთი ლათინური ამერიკის ამ ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს. ამერიკის საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს „არაკონსტრუქციული ქცევა“ ვენესუელაში.

24 მარტს, ვენესუელის დედაქალაქში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავები ჩაფრინდნენ. მედიის ინფორმაციით, ლაინერებით ვენესუელაში რუსი სამხედროები ჩავიდნენ, რომლებიც ვენესუელის ხელისუფლებასთან სამხედრო სფეროში კონსულტაციებს გაივლიან.