აშშ-ი რუსეთის ავიაიერიშებს სირიაში ვითარების უგუნურ ესკალაციად აფასებს
აშშ-ი რუსეთის ავიაიერიშებს სირიაში ვითარების უგუნურ ესკალაციად აფასებს

აშშ-ი რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებულ ავიაიერიშებს ვითარების უგუნურ ესკალაციად აფასებს.

აღნიშნული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა გაავრცელა.

მორგან ორტაგუსის განმარტებით, სირიის სამთავრობო ძალებისა და რუსეთის მიერ ჩრდილოეთ სირიაში განხორციელებული შეტევების შედეგად 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მშვიდობიან მოსახლეობაზე, სკოლებზე, ინფრასტრუქტურასა და სამედიცინო ცენტრებზე იერიშები არის კონფლიქტის უგუნური ესკალაცია.

ბოლო პერიოდში სირიის სამთავრობო ძალების მიერ განახლებული იერიშები ასადის რეჟიმსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის ომში 2018 წლის ზაფხულის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ესკალაციაა.

დაპირისპირების გამო, ამბოხებულების მიერ კონტროლირებული ბოლო რეგიონიდან საცხოვრებელი ერთ თვეში 300 ათასმა ადამიანმა დატოვა.