აშშ-ი პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს
აშშ-ი პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს

ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მან უკვე გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, მომავალში პოლონეთის მოქალაქეები ამერიკასთან უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ. პოლონეთის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, აშშ-ს ტერიტორიაზე 90 დღე დარჩნენ.

ბოლო წლების განმავლობაში პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების ვიზაზე უარის თქმის მაჩვენებელი ორ პროცენტამდე დაეცა, რაც უვიზო მიმოსვლის ერთ-ერთი საფუძველი გახდა.