აშშ-ი მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დატოვებას 2 თებერვალს დაიწყებს
აშშ-ი მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დატოვებას 2 თებერვალს დაიწყებს

ამერიკის შეერთებული შტატები მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების დატოვებას 2019 წლის 2 თებერვალს დაიწყებს, – ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა, ანდრეა ტომპსონმა ბრიუსელში ვიზიტის დროს განაცხადა.

როგორც ცნობილია, დოკუმენტიდან გამოთიშვის პროცესი ექვსი თვე გაგრძელდება.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა დოკუმენტიდან გამოთიშვის შესახებ 2018 წლის 4 დეკემბერს განაცხადა. მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დივანმა, მაიკ პომპეომ რუსეთს დოკუმენტის პირობების შესასრულებლად 60 დღე მისცა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ში მიიჩნევენ, რომ მოსკოვი დოკუმენტის პირობებს არღვევს.

მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყოფილ საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა. დოკუმენტი მხარეებს ბალისტიკური რაკეტების წარმოებას, შენახვასა და გამოყენებას უკრძალავს.

დატოვე კომენტარი