აშშ-ი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1 500 ჯარისკაცს გაგზავნის

20:34, 24.05.2019

აშშ-ი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1 500 ჯარისკაცს გაგზავნის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა იაპონიაში გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, სამხედროების გაგზავნა რეგიონში უკვე განლაგებული ჯარების თავდაცვით ზომებს ემსახურება.

სამხედრო დანაყოფი შემადგენლობაში, რომელიც ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება, ინჟინრების ჯგუფიც შედის.

ვაშინგტონმა სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილება, ირანთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე მიიღო.

მსგავსი