აშშ-ის ღია პირველობის ქალთა წყვილების მერვედფინალი წააგო ქართველმა ოქსანა კალაშნიკოვამ. მისი მეწყვილე იყო იაპონელი ნაო ჰიბინო და ამ დუეტმა ორი მატჩის მოგების შემდეგ დათმო შეხვედრა სერბულ-რუსულ წყვილთან დალილა იაკუპოვიჩისა და ირინა ხრომაჩევას შემადგენლობით. მატჩის ანგარიშია – 6:4, 6:1.
გოგონათა ტურნირს გამოეთიშა ორივე ქართველი: ანა მაქაცარია ამერიკელ ჰეილი ბაპტისტთან დამარცხდა – 2:6, 6:7(5), ხოლო მარიამ დალაქიშვილი იაპონელ მოიუკა უჩიჯიმასთან – 4:6, 1:6.
მაქაცარია და დალაქიშვილი აშშ-ის ღიას გოგონების წყვილთა ტურნირში ჩაერთვებიან ბრძოლაში.