აშშ „ღია ცის შეთანხმებას“ ტოვებს და მის დარღვევაში რუსეთს ადანაშაულებს
აშშ „ღია ცის შეთანხმებას“ ტოვებს და მის დარღვევაში რუსეთს ადანაშაულებს

აშშ „ღია ცის შეთანხმებას“ ტოვებს და მის დარღვევაში რუსეთს ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ღია ცის შეთანხმება“ 35 სახელმწიფოს აერთიანებს და ხელშეკრულების ფარგლებში, ამ ქვეყნების ავიაციას შეუძლია, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენა განახორციელოს.

როგორც სააგენტო „როიტერს“ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა უთხრა, ვაშინგტონში შეთანხმებიდან გასვლა ექვსთვიანი ანალიზის საფუძველზე მოხდა, რომლის დროსაც გამოვლინდა, რომ რუსეთი ღია ცის შეთანხმების შესრულებაზე პერიოდულად უარს ამბობს.

ასოშიეთედ პრესის“ ცნობით, თეთრმა სახლმა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს უკვე აცნობა. „ნიუ იორკ თაიმსის“ თქმით, რუსეთს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ხვალ აცნობებენ.

რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ თუ აშშ მართლაც გავა ღია ცის შეთანხმებიდან, ეს იქნება „სამარცხვინო ნაბიჯი“.

„ღია ცის შესახებ შეთანხმება“ 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა.