აშშ გერმანიაში დამატებით 500 ამერიკელ სამხედროს განათავსებს
აშშ გერმანიაში დამატებით 500 ამერიკელ სამხედროს განათავსებს

აშშ გერმანიაში დამატებით 500 ამერიკელ სამხედროს განათავსებს. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა.

როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აშშ აჩერებს გერმანიის სამხედრო დანაყოფების გაგზავნის გეგმას.

„ვფიქრობ დამატებით 500 სამხედროს განთავსების შესახებ გადაწყვეტილება მეტყველებს ჩვენი პარტნიორობის დონეზე და ნატოსადმი ჩვენს ვალდებულებაზე“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

გერმანიიდან ამერიკელი სამხედროების რაოდენობის ნაწილის გაყვანის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ წელს გამოაცხადა.