აშშ-ის გადატვირთული ცა მადლიერების დღეს – ამერიკული მედია საავიაციო რუკას ავრცელებს [ვიდეო]

08:12, 22.11.2018

აშშ-ში მადლიერების დღეს აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს თითოეული ამერიკელი ოჯახის წევრებთან ერთად ხვდება. ამის გამო დროის ეს პერიოდი მგზავრობისთვის ყველაზე დატვირთულია.

წელს დასვენების დღეებში „ამერიკის ავიახაზებით“ მგზავრობა 30 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს დაგეგმილი. ეს ნიშნავს, რომ ერთ დღეში ავიაკომპანია 2,55 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

ამერიკულმა მედია გაავრცელა საავიაციო რუკა, რომელზეც ნაჩვენებია, რამდენად გადატვირთულია ამ დღეებში აშშ-ის საჰაერო სივრცე.

წინასწარი პროგნოზებით, ყველაზე დაძაბული და რთული დღე 25 ნოემბერი იქნება. ამ დღეს მადლიერების დღის აღნიშვნა სრულდება და ყველა ამერიკელი სახლებს უბრუნდება.

https://www.facebook.com/WPLGLocal10/videos/1891319284321109/

მსგავსი