აშშ-ი ევროკავშირისგან ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს
აშშ-ი ევროკავშირისგან ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს

აშშ-ი ევროკავშირისგან ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს. როგორც ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრაიან ჰუკმა განაცხადა, სარაკეტო გამოცდები, რომელთა გაგრძელებას ირანი გეგმავს, არ არის თავდაცვითი ხასიათის.

„ვისურვებდით, რომ ევროკავშირმა დააწესოს სანქციები ირანულ სარაკეტო პროგრამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

ირანის რაკეტების გამოცდების განახლების გამო შეშფოთება გამოთქვა საფრანგეთის ხელისუფლებამაც. საგარეო უწყებამ თეირანს ბალისტიკური რაკეტების ტესტირებასთან დაკავშირებული აქტივობების დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თეირანმა საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა ჩაატარა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს. ირანის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სარაკეტო გამოცდები თავდაცვისთვის ტარდება.