აშშ ევროკავშირის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფებს დააწესებს

16:26, 09.04.2019

ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ტარიფებს დააწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „თვითერში“ დაწერა.

დონალდ ტრამპის თქმით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ევროკავშირის მიერ კომპანია „ერაბასის“ სუბსიდირებამ აშშ-ზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ევროკავშირმა ვაჭრობაში აშშ-ზე უპირატესობა მოიპოვა, რაც მალე დასრულდება.

მსგავსი