აშშ-ევროკავშირი ფოლადისა და ალუმინის ტარიფების დავის გადაწყვეტაზე შეთანხმდნენ
აშშ-ევროკავშირი ფოლადისა და ალუმინის ტარიფების დავის გადაწყვეტაზე შეთანხმდნენ

აშშ ევროკავშირის ფოლადზე ტარიფების შემცირებას დათანხმდა, სანაცვლოდ კი ევროკავშირი ამერიკულ პროდუქციაზე, მათ შორის მოტოციკლებზე, ვისკიზე, მიწისთხილის კარაქზე და ჯინსებზე შეამცირებს ტარიფებს.

პროდუქციაზე შემოთავაზებული 50 პროცენტიანი ტარიფების ნაცვლად, 25 პროცენტიანი ტარიფები იმოქმედებს.

სატარიფო დავა მხარეებს შორის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს დაიწყო. ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის, ვალდის დუმბროვსკისის განცხადებით, სავაჭრო პაქტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი 31 ოქტომბერს განაცხადებენ.