აშშ ერაყში სამხედრო კონტიგენტს 5 200-დან 3 000 ჯარისკაცამდე შეამცირებს
აშშ ერაყში სამხედრო კონტიგენტს 5 200-დან 3 000 ჯარისკაცამდე შეამცირებს

აშშ ერაყში სამხედრო კონტიგენტს 5 200-დან 3 000 ჯარისკაცამდე შეამცირებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის, გენერალ ფრანკ მაკენზის განცხადებით, პარტნიორული პროგრამების განხორციელება ერაყის უსაფრთხოების ძალებს აძლიერებს, რაც აშშ-ს ერაყში სამხედროების რაოდენობის შემცირების შესაძლებლობას აძლევს.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ერაყში სამხედრო კონტიგენტის შემცირებაზე განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გააკეთებს.

გავრცელებული ცნობით, ერაყიდან 2 200 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე სექტემბრის ბოლომდე გამოვა.

დატოვე კომენტარი