აშშ ერაყში „პეტრიოტის“ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განთავსებას განიხილავს

22:12, 30.01.2020

აშშ ერაყში „პეტრიოტის“ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განთავსებას განიხილავს. აღნიშნულის მიზეზია ირანის მიერ ერაყის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო იერიში, სადაც ამერიკული კონტინგენტია განთავსებული.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, მარკ ესპერის განცხადებით, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით ერაყის ხელისუფლებასთან მუშაობენ.

ირანმა სამხედრო ბაზებზე იერიში ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო მიიტანა, რომელიც აშშ-მა 3 იანვარს განახორციელა.

მსგავსი