აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდი პროცესს, როგორ გამოხატავდა საკუთარ ნებას ქართველი ამომრჩეველი
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდი პროცესს, როგორ გამოხატავდა საკუთარ ნებას ქართველი ამომრჩეველი

დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, ასევე სხვა ორგანიზაციების შეფასებებს და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, როს უილსონმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

მისივე თქმით, გუშინ საარჩევნო პროცესს აკვირდებოდა.

„პირველ რიგში, არჩევნები არის ფუნდამენტური, ნებისმიერი დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესი. შესაბამისად, ჩვენც მხარს ვუჭერთ არჩევნებს. მე მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა, მიმეღო მონაწილეობა, დავკვირვებოდი პროცესს, თუ როგორ გამოხატავდა საკუთარ ნებას ქართველი ამომრჩეველი. დაველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს, ასევე სხვა ორგანიზაციების შეფასებებს და შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა როს უილსონმა.