აშშ-ის დელეგაცია პეკინში ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
აშშ-ის დელეგაცია პეკინში ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

ამერიკული დელეგაცია სახაზინო მდივნის, სტივენ მნუჩინის ხელმძღვანელობით პეკინში ჩინეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების შესახებ მოლაპარაკებებზე ჩავიდა. დელეგაცია შვიდი წევრისგან შედგება.

მნუჩინი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსითაც სარგებლობს, ჩინეთის ვიცე-პრემიერსას შეხვდება.

მოლაპარაკებები შეეხება დაძაბულობას სავაჭრო ურთიერთობებში, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის მქონე ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს წარმოიშვა. შეხვედრა მიზნად ისახავს, მოიძებნოს გზები ე.წ. ტარიფების ომის დასრულებისთვის.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრამდე განაცხადა, რომ ჩინეთი მიესალმება ამ მოლაპარაკებებს, თუმცა შედეგი ორივე მხარისთვის მომგებიანი უნდა იყოს.