"აშშ დაინტერესებულია პარტნიორ ქვეყანაში სტაბილურობით და კანონის უზენაესობით" 
"აშშ დაინტერესებულია პარტნიორ ქვეყანაში სტაბილურობით და კანონის უზენაესობით" 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, აშშ არ არის ევროსასამართლოს წევრი, თუმცა დაინტერესებულია პარტნიორ ქვეყანაში სტაბილურობითა და კანონის უზენაესობის არსებობით.

“მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის წევრი ევროსასამართლოსი, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს ინტერესი ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, კანონის უზენაესობა და კანონზე დამორჩილებულობა, ასე რომ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კელიმ.