აშშ და ევროკავშირი „ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩოხელშეკრულების შესახებ“ მიღწეულ შეთანხმებაზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ
აშშ და ევროკავშირი „ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩოხელშეკრულების შესახებ“ მიღწეულ შეთანხმებაზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
„შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოხარული არიან, განაცხადონ, რომ მიაღწიეს შეთანხმებას ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩოშეთანხმების შესახებ“, – ნათქვამია დოკუმენტში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ და ევროკავშირი „ამ ჩარჩოხელშეკრულებას განიხილავენ, როგორც პირველ ნაბიჯს პროცესში, რომელიც დროთა განმავლობაში, შეიძლება, გაფართოვდეს და მოიცვას დამატებითი სფეროები”.
შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი აპირებს, გააუქმოს ტარიფები აშშ-ის ინდუსტრიულ პროდუქტებზე და პრიორიტეტი მიანიჭოს აშშ-ის ზღვის პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მრავალ სახეობას.
ევროკავშირი გეგმავს, რომ აშშ-დან სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობის შესყიდვები გაზარდოს.
ამასთან, შეთანხმების თანახმად, აშშ ვალდებულებას იღებს, რომ ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლის უმეტესობაზე 15%-იანი ტარიფები დააწესოს.