აშშ და ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებას პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
აშშ და ევროკავშირი ბელარუსს მოსახლეობის დაშინებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და ევროკავშირის მისიების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა გამოაქვეყნა.
„რთული დასაჯერებელია, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გავხდით ბელარუსში ხალხის დაღუპვისა და ტანჯვის, ადამიანის ღირსებისა და მართლმსაჯულების უგულებელყოფის თვითმხილველი“, – წერია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ქვეყნები გმობენ არაპროპორციული ძალის გამოყენებას და მოუწოდებენ ბელარუსის ხელისუფლებას, უარი თქვას ხალხის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების მუქარაზე. ამას გარდა, განცხადების ავტორები მოუწოდებენ ბელარუსის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ყველა პირი.
აშშ და ევროკავშირი ელოდებიან, რომ ბელარუსის მთავრობა ყველა დანაშაულს და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო შემთხვევებს დეტალურად გამოიძიებს.