აშშ და ჩინეთი სავაჭრო ომის თავიდან არიდებას სავარაუდოდ ხელახალი მოლაპარაკებით ეცდებიან

19:48, 31.07.2018

ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი სავაჭრო ომის თავიდან არიდებას ხელახალი მოლაპარაკებების გზით შეეცდებიან. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ანონიმური წყაროს ცნობით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სტივენ მნუჩინი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი ლიუ ჰი დახურულ დიალოგს აწარმოებენ. გასულ კვირაში მნუჩინმა ტელეკომპანია CNBC-ს განუცხადა, რომ ჩინეთთან „გარკვეული ჩუმი საუბარი“ გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკა ფაქტობრივად სავაჭრო ომის პირზეა. აშშ-მა 34 მილიარდი დოლარის მოცულობის ჩინური იმპორტი ახალი ტარიფით დაბეგრა, რომელსაც ჩინეთმა საპასუხო ეკვივალენტური ტარიფებით უპასუხა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ჩინეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე კომენტარი არ გააკეთა.

მსგავსი