აშშ და ჩინეთი სავაჭრო საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირაში გამართავენ

12:56, 07.05.2025

აშშ და ჩინეთი მიმდინარე კვირაში სავაჭრო საკითხებზე პირველ ოფიციალურ მოლაპარაკებებს გამართავენ სატარიფო ომის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეხვედრა შვეიცარიაში გაიმართება. მოლაპარაკებებში აშშ-ის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ სახაზინო დეპარტამენტის მდივანი სკოტ ბესენტი და სავაჭრო წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი. ჩინეთის დელეგაციას ვიცე-პრემიერი ჰი ლიფენი უხელმძღვანელებს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია სატარიფო დაპირისპირების დეესკალაცია.

„ჩვენ უნდა მოვახდინოთ სიტუაციის დეესკალაცია, ვიდრე წინ მოძრაობას გავაგრძელებთ. ჩვენ არ გვსურს ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა, მაგრამ სამართლიანი ვაჭრობა გვინდა“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.

ცნობისთვის, აპრილის დასაწყისში დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან პროდუქციის იმპორტზე 145%-იანი ტარიფები დააწესა, ჩინეთმა საპასუხო საიმპორტო გადასახადი დააწესა.

მსგავსი