აშშ ჩრდილოეთ კორეას კიბერ თავდასხმაში ადანაშაულებს
აშშ ჩრდილოეთ კორეას კიბერ თავდასხმაში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას კიბერ თავდასხმაში ადანაშაულებს. აშშ-ის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ფხენიანმა ვირუსული პროგრამა WannaCry გამოიყენა, რომელმაც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ზარალი საავადმყოფოებს, ბიზნეს ობიექტებსა და ბანკებს მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეიდან გაშვებულმა კომპიუტერულმა ვირუსმა 300 ათასზე მეტ კომპიუტერს მიაყენა დარტყმა, ზარალმა კი რამდენიმე მილიარდი დოლარი შეადგინა.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ვირუსული პროგრამა წლის დასაწყისში გაუშვა. მაისში ვინდოუსის კომპიუტერებზე განხორციელებული კიბერ შეტევის დროს, მომხმარებლებს მონაცემები დაებლოკათ, აღდგენის სანაცვლოდ კი გამოსასყიდს სთხოვდნენ.

ევროკავშირის საპოლიციო ორგანო „ევროპოლმა“ თავდასხმის მასშტაბს „უპრეცედენტო“ უწოდა.