აშშ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს მხარდაჭერას იმ შემთხვევაში ჰპირდება, თუ მიგრაციის შესაჩერებლად საზღვრის დაცვას გააძლიერებენ
აშშ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს მხარდაჭერას იმ შემთხვევაში ჰპირდება, თუ მიგრაციის შესაჩერებლად საზღვრის დაცვას გააძლიერებენ

აშშ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს მხარდაჭერას იმ შემთხვევაში ჰპირდება, თუ მიგრაციის შესაჩერებლად საზღვრის დაცვას გააძლიერებენ.

ცენტრალური ამერიკის კეთილდღეობისა და განვითარების რიგით მეორე კონფერენციას სახელმწიფო დეპარტამენტში მაიკ პომპეომ უმასპინძლა. კონფერენციას ასევე ესწრებოდა ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სალვადორის, ჰონდურასის, მექსიკის, გვატემალის, ელ სალვადორის წარმომადგენლები.

მაიკ პენსის თქმით, ვაშინგტონი მზად არის დაეხმაროს ფინანსური დახმარება გაუწიოს ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს, რაც მათ საშუალებას მისცემთ გამოიყენონ ენერგორესურსები, ხელი შეუწყონ ბიზნესის განვითარებას, გაიზარდოს თანამშრომლობა კულტურული და გაცვლითი პროგრამების კუთხით, სანაცვლოდ კი, ვაშინგტონი მათგან საზღვრების გაძლიერებას, კორუფციისა და კრიმინალური დაჯგუფებების მხრიდან წამოსული ძალადობის აღმოფხვრას მოითხოვს.

მაიკ პენსი ასევე მოუწოდებს და აფრთხილებს ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს, სავაჭრო პარტნიორობის დამყარებისას ყურადღება გამოიჩინონ ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ჩინეთი და მოითხოვონ გამჭვირვალობა. ასევე გაითვალისწინონ აშშ-სთან არსებული ხანგრძლივი ინტერესები.

„თუ თქვენ გააკეთებთ მეტს, მე აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გიცხადებთ, რომ ამერიკელი ხალხიც მეტს გააკეთებს თქვენთვის”,- განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებმა, კერძოდ, ჰონდურასის პრეზიდენტმა აშშ-ს მიგრანტი ოჯახების გაერთიანებისკენ მოუწოდა, რომ მშობლებს დაცილებული მცირეწლოვნები, კვლავ საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ.

დატოვე კომენტარი