აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს მომდევნო 100 წლის ვადით ზანგეზურის დერეფნის კონტროლს სთავაზობს
აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს მომდევნო 100 წლის ვადით ზანგეზურის დერეფნის კონტროლს სთავაზობს

აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს.

როგორც თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ვაშინგტონმა მხარეებს მომდევნო 100 წლის ვადით 32 კმ-იან ზანგეზურის დერეფნზე კონტროლის აღება შესთავაზა.

ტომ ბარაკის თქმით, ამგვარად ორივე მხარეს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს დერეფნით.

დიპლომატის განმარტებით, მათი მიზანია, აზერბაიჯანსა და სომხეთს დიპლომატიური მოლაპარაკებების წინსვლაში ხელი შეუწყონ.