აშშ ავსტრალიაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის
აშშ ავსტრალიაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის

აშშ ავსტრალიაში სამხედრო წარმომადგენლობას გაზრდის, – ამის შესახებ ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, პიტერ დატონმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგზე განაცხადა. კერძოდ, დატონის თქმით, ავსტრალიაში როტაციული პრინციპით განლაგდებიან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები.

მისივე თქმით, აშშ-ისა და ავსტრალიის მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, შეიქმნა ერთობლივი მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა, რათა სამხედრო სფეროში ორი ქვეყნის საქმიანობა გაფართოვდეს, მათ შორის – სამხედრო-საზღვაო კუთხით.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, დიდი ბრიტანეთმა და ავსტრალიამ ხელი მოაწერეს ე.წ. უსაფრთხოების პაქტს, რომლის მიხედვით, ავსტრალია მიიღებს წვდომას ამერიკული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიასთან. ჩინეთში ამ შეთანხმების გამო შეშფოთება გამოთქვეს. პეკინში აცხადებენ, რომ ახალი პარტნიორობა არ უნდა იყოს მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.

დატოვე კომენტარი