აშშ აფრიკაში სამხედრო კონტინგენტს 10 პროცენტით შეამცირებს
აშშ აფრიკაში სამხედრო კონტინგენტს 10 პროცენტით შეამცირებს

ამერიკის შეერთებული შტატები აფრიკაში სამხედრო კონტინგენტს უახლოეს წლებში 10 პროცენტით შეამცირებს. ამის შესახებ საუბარია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეისათვის აფრიკაში 7 200 სამხედროა დისლოცირებული, რომლებიც სხვადასხვა ანტიტერორისტულ ოპერაციებში არიან ჩართული.

სამხედრო კონტინგენტის რიცხვი უცვლელი დარჩება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა სომალი, ჯიბუტი და ლიბია. რაც შეეხება დასავლეთ აფრიკის რესპუბლიკას, აქ ტაქტიკური მხარდაჭერა კონსულტაციებით ჩანაცვლდება.