აშშ 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 10%-იან ტარიფებს უწესებს
აშშ 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 10%-იან ტარიფებს უწესებს

აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მძაფრდება.  დღეიდან აშშ 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას 10%-იან ტარიფებს უწესებს. ახალი სანქციები შეეხება ჩინური საკვების სანელებლებს, ბეისბოლის ხელთათმანებს, სამრეწველო დანადგარებსა და სხვა პროდუქციას.  დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩინეთი უსამართლო სავაჭრო პრაქტიკას იყენებს, რაც მაგალითად ინტელექტუალური საკუთრების ქურდობას მოიცავს.

ოფიციალური პეკინი ვაშინგტონის ბრალდებებს უარყოფს და ტრამპის ადმინისტრაციას პროტექციონიზმში სდებს ბრალს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ თუ პეკინი საპასუხო ზომებს მიიღებს, ჩინეთის წინააღმდეგ  267 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე დამატებითი ტარიფები დაწესდება.

პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რამდენიმე კვირაში ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანიის დაწყებას გეგმავს, რომელშიც ჩართული იქნება თეთრი სახლი, ასევე აშშ-ის ფინანსთა და ვაჭრობის სამინისტროები.