აშშ ​დღეიდან ევროკავშირის მიმართ ტარიფებს აამოქმედებს
აშშ ​დღეიდან ევროკავშირის მიმართ ტარიფებს აამოქმედებს

აშშ-ი დღეიდან ევროკავშირისთვის ტარიფებს აამოქმედებს. საუბარია სოფლის მეურნეობისა და სამრეწველო პროდუქციის 25%-ით, ხოლო საჰაერო ხომალდებზე 10%-ის ოდენობით დაბეგვრაზე. საქმე ეხება 15 წლიან დავას აშშ-სა და ევროკავშირს შორის, რომლითაც აშშ-ის მილიარდობით დოლარის ზარალი მიადგა.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დადგენილებით, ევროკავშირის პროდუქცია ტარიფებს დაექვემდებარება.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრებმა განსაზღვრეს დასაბეგრი პროდუქციის მოცულობაც. კომპენსაციის სახით, რომელიც ევროკავშირის მიერ „ეარბასის“ სუბსიდირების გამო, აშშ-ის მიადგა, ამერიკულ მხარეს უფლება ეძლევა მიიღოს საპასუხო ზომები, რომლის ჯამური ღირებულებაც წელიწადში არ აღემატება 7.5 მილარდ დოლარს.

სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო არ გამორიცხავს, რომ დასაბეგრი პროდუქციის სიაში ევროპული ღვინო და ყველიც მოხვდეს.

დატოვე კომენტარი