აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - შეშფოთებული ვართ იდლიბში მომხდარის გამო, თურქეთს მხარდაჭერას ვუცხადებთ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - შეშფოთებული ვართ იდლიბში მომხდარის გამო, თურქეთს მხარდაჭერას ვუცხადებთ

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია იდლიბის პროვინციაში თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით და მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს, როგორც ნატო-ელ მოკავშირეს, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ნატო-ელ მოკავშირე თურქეთს. მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს საშინელი თავდასხმა“, – ნათქვამია განცხადებაში.

იდლიბში თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის ავიაციის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 33-ს მიაღწია. დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის საპასუხოდ, თურქეთმა სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.