ასენსიოს 7 ნომერი მაისური სურდა, მაგრამ არც 10 ნომერზე იტყვის უარს

15:35, 23.09.2018
MADRID, SPAIN - SEPTEMBER 22:  Marco Asensio of Real Madrid reacts during the La Liga match between Real Madrid CF and RCD Espanyol at Estadio Santiago Bernabeu on September 22, 2018 in Madrid, Spain.  (Photo by Quality Sport Images/Getty Images)

MADRID, SPAIN - SEPTEMBER 22: Marco Asensio of Real Madrid reacts during the La Liga match between Real Madrid CF and RCD Espanyol at Estadio Santiago Bernabeu on September 22, 2018 in Madrid, Spain. (Photo by Quality Sport Images/Getty Images)

„რეალ მადრიდის“ ნახევარმცველი მარკო ასენსიო ამბობს, რომ რონალდოს წასვლის შემდეგ, კლუბმა მას 7 ნომერი მაისური არ შესთავაზა.

„7 ნომერი ჩემთვის არავის შემოუთავაზებია“, – უთხრა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს „ესპანიოლთან“ გამართული მატჩის შემდეგ, – „კლუბს ამის თაობაზე არაფერი უთქვამს და არც მე მომცემია გადაწყვეტილების მიღების შანსი“.

22 წლის ასენსიო 20-ნომრიანი მაისურით თამაშობს, 7 ნომერი კი კლუბის ახალ შენაძენს, მარიანო დიასს გადაეცა.

შეკითხვაზე, 10 ნომერზე თუ დათანხმდება, როგორც ალტერნატიულ ვარიანტზე, ასენსიო პასუხობს, რომ ლუკა მოდრიჩის სახით ამ მაისურს მშვენიერი მფლობელი ჰყავს.

„კი, 10 ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ახლა ის კარგ ხელშია. მომავალში უარს არ ვიტყოდი“, – ამბობს ასენსიო.

„რეალ მადრიდის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კარგი იქნება, თუ მარკო ასენსიოს „მეტ ქვას ჩაულაგებენ ზურგჩანთაში“ (ესპანური მეტაფორა, რომელიც პასუხისმგებლობის დაკისრებას ნიშნავს), რათა მას საკუთარი კლასის დამტკიცების საშუალება მიეცეს.

„ჩამილაგონ იმდენი ქვა, რამდენიც უნდათ. ამისთვის ვარ აქ და უკან არაფერზე ვიხევ“, – პასუხობს ასენსიო.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურში „რეალ მადრიდმა“ ესპანიოლი 1-0 დაამარცხა და ეს ერთადერთი გოლი სწორედ მარკო ასენსიომ გაიტანა.

 

 

მსგავსი