ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო რუსთავის მე-4 და 26-ე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა
ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო რუსთავის მე-4 და 26-ე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

რუსთავის მე-4 და 26-ე საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შენობა დაატოვებინეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, ევაკუაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინების გამო გამოცხადდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.