AS - კრიშტიანო რონალდოს უკეთესი ფიზიკური მონაცემები აქვს, ვიდრე პაუზამდე ჰქონდა
AS - კრიშტიანო რონალდოს უკეთესი ფიზიკური მონაცემები აქვს, ვიდრე პაუზამდე ჰქონდა

ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო აგრძელებს ინტენსიურ მზადებას იტალიის ჩემპიონატის განახლებისთვის.

როგორც გაზეთი AS წერს, პორტუგალიელი კლუბის მორიგ ვარჯიშზე დაწყებიდან ოთხი საათით ადრე მივიდა. მან ინდივიდუალურად ივარჯიშა, რის შემდეგაც პარტნიორებს შეუერთდა.

აღნიშნავენ, რომ 35 წლის ფორვარდი საუკეთესო ფორმაშია, ვიდრე სეზონის შეწყვეტის წინ იყო. მისი ამჟამინდელი ფიზიკური მონაცემები აღემატება ტესტების წინა შედეგებს.

კრიშტიანო რონალდომ კარანტინი კუნძულ მადეირაზე, საკუთარ სახლში გაატარა, სადაც ადგილობრივ სტადიონზე ვარჯიშობდა. ამ სეზონში მის ანგარიშზე 22 მატჩი და 21 გოლია.