არველაძე უზბეკეთის თვის მწვრთნელად აღიარეს
არველაძე უზბეკეთის თვის მწვრთნელად აღიარეს

შოთა არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ტაშკენტის ფახთაქორის ქართველი სპეციალისტი მარტში ნაჩვენები შედეგებისთვის გამოარჩიეს.

„თვის მენეჯერის წოდება მარტში წაუგებელი სერიის შედეგ. ეს არის ჯილდო მთელი გუნდის, რომლითაც ძალიან ვამაყობ. ეს იყო ძალიან წარმატებული, მაგრამ რთული თვე. ჯილდო იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიყავით თვის გუნდი, როგორც პერსონალი, ასევე – ფეხბურთელები“ – აღიარებას ამ სიტყვებით გამოეხმაურა უზბეკეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში შოთა არველაძე.

ფახტაკორმა აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ირანული პერსეპოლისთან ფრედ (1:1) ითამაშა, ალ აჰლისთან 1:0 მოიგო, ხოლო უზბეკეთის ჩემპიონატში ჯერ მოქმედი ჩემპიონი, კახა მახარაძის ლოკომოტივი (3:1) დააამარცხა, ხოლო შემდეგ გასვლაზე – ბუდიონკორიც (2:1) და ჩემპიონატს ლიდერობს.