შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი „ჰალ სიტი“ ინგლისის ლიგის თასზე „ბრედფორდს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა ჰქონდა, გათამაშებას გამოეთიშა.
ქართველი მწვრთნელის გუნდი 24-ე წუთზე დაწინაურდა. ოზან ტუფანმა საჯარიმო შეასრულა, ბურთს „ბრედფორდის“ მოთამაშე ჰარი ლუისი შეეხო და ავტოგოლით სტუმრები დააწინაურა, მაგრამ ენდი კუკმა დუბლით „ბრედფორდი“ პირველივე ტაიმში წინ გაიყვანა – 2:1.
ინგლისის ლიგის თასი (ახლა ცნობილია როგორც კარაბაოს თასი სპონსორობის გამო) ყოველწლიური ტურნირია და მასში მონაწილეობს 92 კლუბი ინგლისის ოთხი უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონიდან. 1967-1972 წლებში გამარჯვებულები იღებდნენ ბაზრობების თასის საგზურს, 2019-2020 წლებში – ევროპის ლიგაზე (ყოფილი უეფას თასი), ხოლო 2020–21 სეზონიდან – კონფერენს ლიგაზე. თუ გამარჯვებულმა ასევე მოიპოვა ევროსაგზური უფრო მაღალი დონის ტურნირზე, ადგილი მიენიჭება პრემიერლიგის გუნდს, რომელიც ევროზონას ერთი ადგილით ჩამორჩა.
ქართველი სპეციალისტის გუნდი მომდევნო მატჩს ჩემპიონშიფში 13 აგვისტოს, „ნორვიჩთან” შინ გამართავს. „ჰალ სიტიმ“ პირველ ტურში შინ „ბრისტოლი“ 2:1 დაამარცხა, ხოლო სტუმრად „პრესტონთან” 0:0 დაასრულა.