არველაძის და „ფახთაქორის“ მეორე დუბლი - ქართველის გუნდმა ამჯერად უზბეკეთის თასი მოიპოვა
არველაძის და „ფახთაქორის“ მეორე დუბლი - ქართველის გუნდმა ამჯერად უზბეკეთის თასი მოიპოვა

შოთა არველაძემ უზბეკეთში მორიგი ტიტული მოიპოვა – ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილი ტაშკენტის „ფახთაქორი“ ზედიზედ მესამედ გახდა ქვეყნის თასის მფლობელი.

ფინალში ტაშკენტის „ფახთაქორი“ „ოლმალიკს“ შეხვდა, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ყოფილი ფეხბურთელი თამაშობს – ნახევარმცველი გუჯა გრიგალაშვილი (რომელიც გუნდის კაპიტანია) და თავდამსხმელი მათე ვაწაძე. არველაძის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო – „ფახთაქორმა“ 3:0 მოიგო.

ქართველი მწვრთნელი უზბეკეთში უჩვეულო წარმატებით მუშაობს – მისმა გუნდმა ზედიზედ მეორე წელია, დუბლი შეასრულა – უზბეკეთის ჩემპიონობასთან ერთად, „ფახთაქორი“ ქვეყნის თასსაც დაეუფლა. 2019 წელს უზბეკეთის ლიგის თასიც მოიგო და წესით, მასაც ვერავინ შეეცილებოდა, მაგრამ პანდემიის გამო აღარ გათამაშდა.