არველაძემ „დესნა“ პრემიერლიგაში გადაიყვანა და „ზორიაში“ გადავიდა [ვიდეო]
უკრაინის პრემიერლიგაში გადასასვლელ ფლეი ოფში პირველი ლიგის მესამეადგილოსანი ჩერნიგოვის „დესნა“ საკუთარ სტადიონზე პრემიერლიგის აუტსაიდერ „ზირკას“ დაუპირისპირდა.
პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა, სახლში კი ჩერნიგოველებმა მეტოქე 4:0 გაანადგურეს და უკრაინის პრემიერლიგაში გადავიდნენ.
„დესნას“ ამ წარმატებაში დიდი როლი ქართველმა ლევან არველაძემ ითამაშა, რომელმაც 52-ე და 88-ე წუთებზე სტუმართა კარი ორჯერ აიღო. ჩერნიგოველთა ძირითადში იყო ლუკა კობერიძეც. „დესნაში“ ქართველებიდან მხოლოდ გიორგი გადრანს არ უთამაშია, რომელიც განაცხადშიც არ იყო.
ეს „დესნაში“ არველაძის ბოლო შეხვედრა იყო – 25 წლის ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა მაისის დასაწყისში ევროპის ლიგაზე გასულ ლუგანსკის „ზორიასთან“ 2,5-წლიანი გააფორმა.