ლევან არველაძემ ჩერნიგოვის „დესნა“ დატოვა #1TVSPORT
ლევან არველაძემ ჩერნიგოვის „დესნა“ დატოვა #1TVSPORT

ჩერნიგოვის „დესნა“ ქართველმა ნახევარმცველმა ლევან არველაძემ დატოვა. 31 დეკემბერს 28 წლის ნახევარმცველს გუნდთან კონტრაქტი დასრულდა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო.

უკრაინული გამოცემების ცნობით, გამოცდილი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს ჟიტომირისპოლესიე“ იჩენს. თავად არველაძემ განმარტა ვითარება და განაცხადა, რომ ჩერნიგოვის გუნდში დარჩენაზე უარი თქვა.

ტრანსფერმარკტი“ ფეხბურთელის ტრანსფერის ღირებულებას 400 ათას ევროდ აფასებს. მიმდინარე სეზონში არველაძემ კლუბში 16 მატჩი ჩაატარა (15 მატჩი პრემიერლიგაში და 1 თასზე) და 1 გოლი გაიტანა.

ლევანი „დესნას“ ღირსებას 2020 წლის იანვრიდან იცავდა, მანამდე კი 2016 წლიდან 2018 წლამდე „ჩერნიგოვში“ თამაშობდა. არველაძე თამაშობდა „დნიპროში“, „კრივბასში“, „სკალაში“, „აგრობიზნესში“ და ლუგანსკის „ზორიაში“.

არველაძე პირველი მოთამაშე არაა, რომელმაც „დესნა“ დატოვა – მანამდე იგივე ნაბიჯი გადადგეს ფილიპ ბუდკოვსკიმ, ანდრეი ტოტოვიცკიმ, ვლადლენ იურჩენკომ, ვლადისლავ კალიტვინცევმა. არველაძე იყო საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი, მაგრამ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.