შოთა და არჩილ არველაძეების მიწვევით, უზბეკეთის დედაქალაქში ქართველი მწვრთნელი თენგიზ კობიაშვილი იმყოფება და გუნდში სტაჟირებას გადის.
42 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ტაშკენტის „ფახტაკორის“ ქართველ მთავარ მწვრთნელს საწვრთნელი პროცესების წარმართვაში ეხმარება. ბოლო ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ კობიაშვილმა ერთ-ერთ უზბეკურ კლუბში მუშაობა დაიწყოს.
თენგიზ კობიაშვილი თამაშობდა თბილისის „სტუ-შევარდენში“ , „ვიტ ჯორჯიასა“ და თბილისის „დინამოში“, ბოლოს კი სამი სეზონი უზბეკეთში ჩაატარა. სამწვრთნელო კარიერა მან „ვიტ ჯორჯიადან“ დაიწყო, რომელიც იანვარში დატოვა.
ტაშკენტურ კლუბში სტაჟირებაზე ვახტანგ იაგორაშვილიც იმყოფებოდა – თბილისის „დინამოს“ აკადემიის მწვრთნელი „ფახტაკორს“, არველაძეების მიწვევით, ზამთარში თურქულ შეკრებაზე ახლდა.