არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა
არველაძე უზბეკეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მწვრთნელი გახდა

შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ცნობა, რომლის მიხედვითაც ის უზბეკეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

მისი გუნდი, ტაშკენტის „პახტაკორი“ ჩემპიონატში დამაჯერებლად თამაშობს. გარდა ამისა, გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრების ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი უზბეკეთში წარმატებით საქმიანობს და ეს მისთვის პირველი აღიარება არაა. 2018 წლიდან მოყოლებული შოთა არველაძე ორჯერ აღიარეს ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად, ხოლო გასული სეზონის შემდეგ, როდესაც მისი გუნდი ჩემპიონი გახდა – ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელად.