არველაძე „კრასნოდარის“ მწვრთნელობის კანდიდატია
არველაძე „კრასნოდარის“ მწვრთნელობის კანდიდატია

რუსეთის პრემიერლიგის „კრასნოდარის“ მთავარი მწვრთნელი იგორ შალიმოვი თანამდებობიდან გადადგა, მის შემცვლელად კი ტაშკენტის „ფაშტაკორის“ მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე განიხილება, – ინფორმაციას „ახალი ამბების ფედერალური სააგენტო“ (riafan.ru) ავრცელებს.

მანამდე მეორე რუსული სააგენტო SPORTS FM-ი ამტკიცებდა, რომ ამ პოსტზე მუშაობა მოსკოვის ცსკა-ს ახალგაზრდული გუნდისა და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ალექსანდრე გრიშინს შესთავაზეს.

riafan.ru-ს ინფორმაციით, „კრასნოდარი“ ლეონიდ სლუცკის ვერ შეუთანხმდა, რადგან მან რომან აბრამოვიჩის კლუბი, არნემის „ვიტესი“ ჩაიბარა.

„ახლა ყოფილი მწვრთნელის ვაკანტურ თანამდებობაზე სულ სამი კანდიდატია – ქართველის გარდა, ტულის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიოდრაგ ბოჟოვიჩი და ოლეგ კონონოვი, რომელიც „კრასნოდარს“ აქამდეც წვრთნიდა“, – იუწყება რუსული სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ შოთა არველაძეს, სამ სპეციალისტთან ერთად, უზბეკეთის ნაკრების დროებით გაწვრთნა შესთავაზეს.