შოთა არველაძე - ბრინჯაო და აზიური ჩემპიონთა ლიგა
შოთა არველაძე - ბრინჯაო და აზიური ჩემპიონთა ლიგა

ტაშკენტის “ფახთაქორი” უზბეკეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში “ნასაფს” ესტუმრა, 0:4 დამარცხდა და ვერცხლის მედლების მოპოვების შანსი დაკარგა.

ამის მიუხედავად, შოთა არველაძის ხელმძღვანელობით, გუნდმა უზბეკეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა – “ფახთაქორი” გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

ქართველმა სპეციალისტმა “ფახთაქორი” ზაფხულში ჩაიბარა, როდესაც გუნდი მე-13 ადგილზე იყო. შოთა არველაძის ხელმძღვანელობით ყველაზე ტრადიციულმა უზბეკურმა კლუბმა ჩემპიონატის აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია, 14 შეხვედრიდან 10 მოიგო და ასეთ პირობებში ბრინჯაოს მედალი წარმატებად ჩაეთვალა.