არუნაჩალ პრადეშის სადავო რეგიონში ვიზიტის გამო, ჩინეთი ინდოეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს
არუნაჩალ პრადეშის სადავო რეგიონში ვიზიტის გამო, ჩინეთი ინდოეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს

არუნაჩალ პრადეშის სადავო რეგიონში ვიზიტის გამო, ჩინეთი ინდოეთის პრეზიდენტს აკრიტიკებს.

ინდოეთის პრეზიდენტი რამ ნათ კოვინდი სასაზღვრო ზონაში მდებარე შტატს გასული კვირის ბოლოს, სახელმწიფო ასამბლეის შენობის გახსნაზე დასასწრებად ესტუმრა.

არუნაჩალ პრადეშის რეგიონზე პრეტენზიას ჩინეთი აცხადებს. შტატის ნაწილს პეკინი 1962 წლის ომის შემდეგ აკონტროლებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პეკინი არუნაჩალ პრადეშს არასდროს აღიარებს, თუმცა სასაზღვრო საკითხის მოგვარებას მოლაპარაკების გზით ემხრობა.

„ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება სადავო რეგიონში ინდოელი ლიდერების აქტივობას“, – ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.