იტალიის ჩემპიონატში საშობაო პაუზაა და გუნდები მოედანზე მხოლოდ ახალი წლის შემდეგ გამოჩნდებიან.
მილანის „ინტერის“ ჩილელმა ლეგიონერმა, არტური ვიდალმა კლუბის ამბიციებსა და გეგმებზე ისაუბრა.
„მე არ ვუფრთხი ვთქვა სიტყვა „სკუდეტო“ – ეს ჩვენი მიზანია. მე არაერთი ჩემპიონატი მომიგია და ვიცი, რომ აუცილებელია მიზნისთვის ყოველდღიური შრომა, გეგმის დასახვა და თითოეული მატჩისთვის მომზადება, – მოჰყვას ვიდალის სიტყვები Sky Sports-ს.
– ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომლექტებული გუნდია, რომელსაც გამარჯვება სწყურია. სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გამოვეთიშეთ, მაგრამ ჩვენ გვრჩება ორი მნიშვნელოვანი ტურნირი“.