„არტისტერიუმი“ 2017 გაიხსნა
„არტისტერიუმი“ 2017 გაიხსნა

თბილისში „არტისტერიუმი“ 2017 გაიხსნა. „ქარვასლა“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენას უკვე მეათედ მასპინძლობს. ხელოვნების მოყვარულებს საგამოფენო სივრცეში ქართველი და უცხოელი ხელოვანების ნამუშევრების ხილვის საშუალება ექნებათ.

წელს „ქარვასლაში“ გამოფენილი ნამუშევრების მთავარი მიმართულება ვიზუალური ხელოვნება, რეწვა და დიზაინია. მასში მონაწილეობენ არტისტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ კორეიდან, გერმანიიდან, ფინეთიდან, საბერძნეთიდან და იაპონიიდან.

საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია საერთაშორისო ჯგუფური გამოფენები: „ხელოვნება რეწვა დიზაინი“, „მისაღები ოთახი III“.

„არტისტერიუმი“ თანამედროვე ხელოვნების ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენაა სამხრეთ კავკასიაში და თბილისის სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში 14 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.