„არტ ჰოლში“ ბოდიბილდინგში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა
„არტ ჰოლში“ ბოდიბილდინგში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, „არტ ჰოლში“ საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.

გამარჯვებულები შვიდი კატეგორიაში გამოვლინდნენ – ფიტნეს ბიკინი, იუნიორ მენზ ფიზიკი, მენზ ფიზიკი 178 სმ-მდე, მენზ ფიზიკი 178 სმ +, კლასიკ ფიზიკი, კლასიკ ბოდიბილდინგი და ბოდიბილდინგი. შეჯიბრება გაიმართა როგორც ვაჟებში, ასევე – ქალებში. სულ ჩემპიონატში ქვეყნის 50-მდე საუკეთესო სპორტსმენი მონაწილეობდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ისტორიაში პირველად, ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ეროვნულმა ფედერაციამ სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. ეს ორგანიზაციას ამ სპორტის განვითარების რეალურ შესაძლებლობას აძლევს. ამავე დროს, შესაძლებელი გახდა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება, როგორიცაა „Georgian Gran Pri“-ა.

„ჩვენს ფედერაციას უკვე სახელმწიფო დოტაცია აქვს და მიზნად გვაქვს, რომ ფედერაცია ვაქციოთ წარმატებულ, ფინანსურად მომგებიან ორგანიზაციად, რომლის ორიენტირი იქნება სპორტული შედეგების ზრდა. ასევე გვსურს, რომ საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაცია საქართველოში ამ სპორტის განვითარების მთავარ მენეჯერად გადაიქცეს“, – ამბობს ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი გორაშვილი.